ჩვენ შესახებ
- Home
- ჩვენ შესახებ
სტრატეგია
კომპანიის გეგმისკენ მიზანმიმართული სვლა, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერიოდში.
მუდმივად ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე, ინოვაციებისა და ბიზნეს ინიციატივების დანერგვის საშუალებით.
ფუდექსის წარმატება ნიშნავს ჩვენი თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით იმ ღირებულების შექმნას რასაც ქვია : ლოიალური პარტნიორობა ჩვენსა და ჩვენს კლიენტებს შორის.
სწრაფი და მორგებული გადაწყვეტილებები დაფუძნებული ბაზრის მონაცემების ანალიზზე, გვეხმარება უფრო პროდუქტიული ვიყოთ მომხმარებელთათვის.
პრინციპები
ვისმენთ, ვთანამშრომლობთ, სწრაფ უკუკავშირს ვაბრუნებთ, ვიღებთ კრიტიკას და ვმუშაობთ ხარვეზებისა აღმოსაფხვრელად, ყველა ჩართულ მხარესთან.
ვავლენთ ლოიალურ კლიენტებს, ვმუშაობთ ინდივიდუალურად, ვსწავლობთ კლიენტის საჭიროებებს.
ვთავაზობთ საუკეთესო კონკურენტულ თანამშრომლობის პირობებს.
ჩვენი შეცდომები, გვაძლევს დიდ გამოცდილებას რომ უკვე დღეს და მომავალში ვიყოთ უფრო ძლიერი და წარმატებული.
მიზანი / მისია
ჩვენი მიზანია – კლიენტებთან ურთიერთმომგებიანი გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, პარტნიორობის საუკეთესო გამოცდილების ფორმირება. ასევე ბიზნესის ღირებულებათა ამ ჯაჭვში შემავალი ყველა რგოლის, ინტერესების დაკმაყოფილება.
ჩვენი მისიაა, კომპანია თავისი სრული აქტივით – ძირითადი საშუალებებით, ინფრასტრუქტურით, პროგრამული უზრუნველყოფით და პერსონალით ყოველთვის პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს.
წარმატების ეფექტიანობა
კლიენტი ჩვენთვის მთავარია
დღევანდელ ცვალებად ბაზარს – სჭირდება ინდივიდუალური და ოპერატიული მიდგომა, კლიენტის მოთხოვნილებებზე მორგებული.
კომპანიის/ბიზნესის ზრდა
კონკურენტული გარემო, ქართული ბაზრის მრავალფეროვნება, კონიუნქტურა, სპეციფიკა მოგვმართავს, გამოვთქვათ სრული მზაობა ვითანამშრომლოთ ახალ ბრენდებთან, ვიმუშაოთ ჩვენ პარტნიორი ბრენდების მუდმივ განვითარებაზე.
ბიზნესის მომგებიანობა
საოპერაციო ეფექტიანობის მისაღწევად ვცდილობთ, ღირებულებათა ჯაჭვში შემავალი ყველა რგოლი – გაყიდვები, მარკეტინგი, მომარაგება, ლოჯისტიკა, მუშაობდეს კომპლექსურად გამართულად, რასაც ჩვენი გამოცდილებით უზრუნველვყოფთ.
ეთიკური სტანდარტი
ბიზნესის პატიოსნად კეთება – გრძელვადიანი წარმატების საწინდარია.
ხალხს – პარტნიორებს, კლიენტებს – უნდა ჰქონდეთ ჩვენი კომპანიის ნდობა.