კასპის ისტორია

კასპის საკონსერვო კომბინატი დაარსდა და ფუნქციონირებს 1961 წლიდან და მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ კასპში და განთავსებულია 1700 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე.

კომბინატი დაარსების დღიდან აწარმოებდა ნატურალურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობას. ის სპეციალიზირებულია ხილისა და
ბოსტნეულის, ფაფების, ჯემების, მრაბების, წვენების, მწნილის, მშრალი ხილის (ჩირი), აჯიკის(სპეციფიკური სანელებლებით) და ტყემლის საწებლის წარმოებაზე.

კომბინატი დაარსების დღიდან აწარმოებდა ნატურალურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობას. ის სპეციალიზირებულია ხილისა და ბოსტნეულის, ფაფების, ჯემების, მრაბების, წვენების, მწნილის, მშრალი ხილის (ჩირი), აჯიკის(სპეციფიკური სანელებლებით) და ტყემლის საწებლის წარმოებაზე.

2006 წელს მოხდა კომბინატისთვის ახალი სულის შთაბერვა, კერძოდ USAID-ის და კერძო ინვესტორის მიერ და მოგვიანებით უკვე პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით თითქმის სრულად განახლდა წარმოების მატერიალურ ტექნიკური ბაზა და შესაბამისად კომპანიამ განაახლა პროდუქციის წარმოება.

წარმოება მისთვის საჭირო ნედლელს (ხილი, ბოსტნეული) იღებს, მხოლოდ ქართული გლეხური და ფერმერული მეურნეობებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

კასპის საკონსერვო ქარხნის მთავარ უპირატესობაა ის გარემოება, რომ პროდუქტები არ შეიცავს არანაირ კონსერვანტებს, ემულგატორებს, ხელოვნურ საღებავებს,გმო პროდუქტებს და ის ნატურალურია. წარმოების ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორია მუდმივ კონტროლს უწევს მიღებული ნედლეულის (ბოსტნეულისა და ხილის) ხარისხს. კომპანიის მიერ ნაწარმოები პროდუქცია დაფასოებულია სხვადასხვა ზომის
და ფორმის შუშის ქილებში და ბრენდირებულია „კასპის საკონსერვო ქარხანა 1961 “ ნიშნის ქვეშ.

წარმოების მიღწევები განპირობებულია მისი კვალიფიციური კადრების მრავალწლიანი გამოცდილებითა და ცოდნით, ამის ერთ-ერთი დასტურია კომპანიის წარმატებული საქმიანობა საექსპორტო ბაზარზე. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით, როგორიცაა აშშ, ევროპის ქვეყნები: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი და უკრაინა.

წარმოება ფლობს HASPI და ISO სერთიფიკატებს და მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიებისა და თანამშრომლების კვალიფიცურ ზრდასა და განვითარებაზე, ამჟამად წარმოებაში, ქ. კასპში დასაქმებულია 60 ადამიანი.

2020 წელს კასპის საკონსერვო ქარხანამ გადაწყვიტა ადგილობრივ ბაზარზეც მოესინჯა თავისი შესაძლებლობები და სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა მისი შვილობილი კომპანია შპს „ფუდექსი“, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას, კომპანია მდებარეობს ქალაქ თბილისში და მისი მეშვეობით მარაგდება მაღაზიები. დღეის მდგომარეობით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ საცალო და საბითუმო, დაახლოებით 1000 მდე სავაჭრო ობიექტში.

კომპანიის პროდუქცია განთავსებულია ისეთ ქსელურ მაღაზიებში, როგორიცაა „ზღაპარი“, „სპარი“, „ს მარკეტს“ის ქსელებში და ა.შ. ასევე კომპანია დღითიდღე აფართოებს საცალო გაყიდვებს და  მალე ქართველ მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ ისარგებლონ ონლაინ მაღაზიით.