კასპის საკონსერვო ქარხანა

კასპის საკონსერვო კომბინატი დაარსდა და ფუნქციონირებს 1961 წლიდან და
მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ კასში და განთავსებულია 1700 კვადრატულ მეტრ მიწის
ფართობზე.
კომბინატი დაარსების დღიდან აწარმოებდა ნატურალურ, ეკოლოგიურად
უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობას. ის სპეციალიზირებულია ხილისა და
ბოსტნეულის, ფაფების, ჯემების, მრაბების, წვენების, მწნილის, მშრალი ხილის (ჩირი),
აჯიკის(სპეციფიკური სანელებლებით) და ტყემლის საწბლის წარმოებაზე.
2006 წელს მოხდა კომბინატისთვის ახალი სულის შთაბერვა, კერძოდ USAID
ის და კერძო ინვესტორის მიერ და მოგვიანებით უკვე პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ის
მხარდაჭერით თითქმის სრულად განახლდა წარმოების მატერიალურ ტექნიკური ბაზა და
შესაბამისად კომპანიამ განაახლა პროდუქციის
წარმოება.
წარმოება მისთვის საჭირო ნედლელს (ხილი, ბოსტნეული) იღებს, მხოლოდ
ქართული გლეხური და ფერმერული მეურნეობებიდან მთელის საქართველოს მასშტაბით.
კასპის საკონსერვო ქარხნის მთავარ უპირატესობაა ის გარემოება, რომ პროდუქტები არ
შეიცავს არანაირ კონსერვანტებს, ემულგატორებს, ხელოვნურ საღებავებს და გმო
პროდუქტებს და ის ნატურალურია. წარმოების ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორია
მუდმივ კონტროლს უწევს მიღებული ნედლეულის (ბოსტნეულისა და ხილის) ხარისხის.
კომპანიის მიერ ნაწარმოები პროდუქცია დაფასოებულია სხვადასხვა ზომის
და ფორმის შუშის ქილებში და ბრენდირებულია „კასპის საკონსერვო ქარხნა 1961 “ ის
ნიშნის ქვეშ.
წარმოების მიღწევები განაპირობებულია მისი კვალიფიციური კადრების მრავალწლიან
გამოცდილებითა და ცოდნით, ამის ერთ-ერთი დასტურია კომპანიის წარმატებული
საქმიანობა საექსპორტო ბაზარზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაის მიმართულებით,
როგორიცაა აშშ, ევროპის ქვეყნები გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი და
უკრაინა.
წარმოება ფლობს HASPI ის და ISO ს სერთიფიკატებს და მუდმივად ზრუნავს
ტექნოლოგებისა და თანამშრომლების კვალიფიცურ ზრდასა და განვითარებაზე, ამჟამად
წარმოებაში ქ. კასპში დასაქმებულია 60 ადამიანი.
2020 წელს კასპის საკონსერვო ქარხანამ გადაწყვიტა ადგილობრივ ბაზარზეც
მოესინჯა თავისი შესაძლებლობები და სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა მისი შვილობილი
კომპანია შპს „ალკო-ჯი“, რომელიც თავის მხრივ ანხორციელებს საქართველოს მასშტაბით
დისტრიბუციას, შპს ალკო – ჯი მდებარეობს ქალაქ თბილისში და მისი მეშვეობით მარაგდა
მაღაზიები. უკვე დღეის მდგომარეობით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ კომპანიის
მიერ ნაწარმოები პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ საცალო და
საბითუმო დაახლოებით 1000 მდე სავაჭრო ობიექტში. კომპანიის პროდუქცია
განთავსებულია ისეთ ქსელურ მაღაზიებში, როგორიცაა „ზღაპრი“ ს, „სპარი“ ს, „ს მარკეტს“
ის ქსელებში და ა.შ. ასევე კომპანია დღითი დღე აფართოებს რითეილს და გარდა ამისა
სულ მალე ქართველ მომხმარაბლებს უკვე შეეძლებათ ისარგებლონ ონლაინ მაღაზიით